აპრილი, 16 / 2019

Artyom’s-ის საიუველირო სახლის გახსნა

 

Artyom’s საიუველირო სახლმა 2019 წლის 30 მარტს  მ.ხორენაცი 24 მისამართით თავისი კარები გააღო.

პირველად მაღაზიის კარი გაიხსნა 2015 წელს და ახლა მაღაზია ხელახლად წარსდგა  გაფართოებული ფორმატით – ახალ და გაფართოებულ მაღაზიაში, უახლესი დიდი და ორიგინალური ასორტიმენტით.

Artyom’s -ის საიუველირო სახლის გახსნას კომპანიის პარტნიორები და მეგობრები ესწრებოდნენ.

თავიანთი მოლოცვის სიტყვები და ახფთოვანება გამოხატეს ასეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორც მსახიობმა და წამყვანმა გრიშა აღახანიანმა და მსახიობმა, წამყვანმა, „მის სომხეთმა 2013“, „ევროპის ვიცე მისმა“ ლუსინე თოვმასიანმა.

გახსნის ცერემონიაზე სპეციალური სტუმრები იყვნენ საყვარელი მსახიობები ანფისა ჩეხოვა და ანასტასია ზავოროტნიუკი, ვინც სპეციალურად მაღაზიის გახსნის ცერემონიისთვის მოსკოვიდან ერევანში ჩამოფრინდნენ.

ბევრისთვის საყვარელმა მსახიობა ანფისა ჩეხოვამ თავისი აღფთოვანება გამოხატა და თქვა, რომ Artyom’s-ის საიუველირო ბრენდის სამკაულები არაჩვეულებრივად ლამაზი, მოდურია და არანაირად ადგილს არ უთმობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს.

ანასტასია ზავოროტნიუკმა ასევე აღნისნა, რომ Artyom’s-ის ბრენდის სამკაულები ელეგანტური, ლამაზი და მაღალი ხარისხის მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ მსახიობმამაღაზიის გახსნა მოსკოვშიც შესთავაზა.

საიუველირო სახლი Artyom’s-ი მადლობელია ყველა მილოცვის და თბილი სიტყვებისთვის. მაღალხარისხიანი მომსახურება, უნიკალური საიუველირო დიზაინი და მაღალი ხარისხი Artyom’s -ისსაიუველირო სახლის წარმატების გასაღებია. აქ ყველა თავისი სტილის სამკაულს იპოვის.

ძვირფასო მომხმარებლებო, გელოდებათ ჩვენს ახალ და ფართო მაღაზიაში და გისურვებთ ბედნიერ საყიდლებს!

სიყვარულით,

Artyom’s-ის გუნდი!

უკან ყველა სიახლე