დეკემბერი, 22 / 2016

„თოვლის დედოფალი“ Artyom’s-ში

 

ბუნება – საუკეთესო დიზაინერია. ზამთარს იგი ყველაფერს, რასაც კი თავისი ჯადოსნური ჯოხით  შეეხება, ზღაპრად აქცევს. ხეივნებს და სკვერებს უნიკალურ თოვლის ფიფქებით ნაქსოვ ქათქათა თეთრი ხალიჩით ფარავს. სახლების ფანჯრებს ალამაზებს, მეგობრულად თვალს რომ უკრავენ, ფერადი განათებებით. ზამთრის ინსტალაციის მთავარი გმირები მხიარული ბავშვები გახდნენ, რომლებმაც ალაქის ქუჩებსა და სკვერებს ახალი მაცხოვრებლებით ავსებენ – სასაცილო თოვლის ბაბუებით. და მხოლოდ გამვლელების სევდიანი სახეებით, უნებლიეთ მზერას სადღესასწაულო ვიტრინებისკენ რომ აქცევდნენ,  შეიძლება მიხვდეთ, რომ ხანდახან დიდებსაც ესაჭიროებათ ზღაპრები, სადღაც უფრო მეტად ვიდრე ბავშვებს.

1111

საახალწლო დღესასწაულების მიჯნაზე მაღაზია Artyom’s-ი, რომელიც ქალაქ ერევანში მოვსეს ხორენაცის ქ.24 მისამართით იმყოფება, თოვლის დედოფლის რეზიდენციად გადაიქცა.  ეს არამხოლოდ ზღაპრულია, არამედ – „ცივი! უდაბნოსავით! გრანდიოზული!“. სად არის იგი, ამაყი და მიუდგომელი დედოფალი, უამრავი განძით ყინულის ვიტრინებით გარშემოტყმულ  ლაბირინტში დედოფალი სათამაშოდ გვეპატიჟება, სახელად: „გონების გაყინული თამაში!“  ერთადეთი პიტობით – სიტყვა „მარადისობა!“ უნდა აიწყოს.

78

პატარა ყაჩაღის ზოოპარკში კი ტყის მტრედები გიამბობენ ისტორიას მოჯადოებულ კაიზე და გაბედულ გოგო გერდაზე, რომელმაც სიყვარულის და მეგობრობის სახელად, ერთი ძაფით ყველა „ოთხი ქარი“  შეკრა.

2

და მხოლოდ ჩრდილოეთის ირემის თვალებში, რომელიც ხვდებოდა და აცილებდა თოვლის დედოფლის ციხესიმაგრის სტუმრებს, შესაძლებელი იყო წაგეკიხა: „გჯეროდეთ ლამაზი და კეთილი ზღაპარის, დაე ის აუცილებლად ახდება!“

უკან ყველა სიახლე