საიუველირო საქმე არის ხელოვნება, ხოლო სამკაულები ხელოვნებისაგან დაბადებული თავისებური ნიმუშები.
Artyom’s ბრენდი, საიუველირო საქმის ძველი და ახალი მიღწევების შეხამებით, აწარმოებს საკუთარ დიზაინით შექმნილ განსაკუთრებულ ნიმუშებს, რომლებიც უფლებას იტოვებენ დაიკავონ თავისი საკუთარი ადგილი თქვენს კოლექციაში.
-
-
სამკაულების შექმნის პროცესი თავად გულისხმობს შემოქმედებითი, საკირკიტო და ხანგრძლივ შრომას. საიუველირო ნიმუშის შექმნა იწყება იდეის დაბადებით. მხატვარ-დიზაინერები, მოდის თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, ქმნიან საიუველირო ნიმუშების თავდაპირველ ესკიზებს, საუკეთესოები მათ შორის, ირჩევა და მტკიცდება წარმოშვებისათვის განხილვის შედეგად.
-
Artyom’s კომპანიის გამოცდილი ოსტატები აცოცხლებენ მხატვარ-დიზაინერების თუნდაც ყველაზე გაბედულ იდეებს. საინტერესო სანახავია, თუ ოქროს უბრალო ნაჭერი როგორ იქცევა მოხდენილ სამკაულად იუველირის ხელში? იუველირები, ოქროს ფირფიტების განაწილებით, დამუშავებით ღებულობენ დეტალებს, რომლებიც შემდგომში ექვემდებარება საკირკიტო დამუშავებას. ამ პროცესს მისდევს ოქროს დეტალების შეკრეფვის და მიმაგრების პროცესი. მიღებული ნიმუში იგზავნება გასაპრიალებლად, რის განმავლობაში იუველირ-ოსტატები კიდევ ერთხელ დაამუშავებენ მათ და სპეციალური ნივთიერებების დახმარებით ოქროს აძლევენ საბოლოო სახეს. მიღებულ სამკაულზე ესკიზის თანახმად ჩაისმევა წინასწარ არჩეული ძვირფასი ქვა. გამოყენებულ ქვების რიგში დომინირებს ბრილიანტი, ოპალი, ალექსანდრიტი, ზურმუხტი, მარგალიტი და ა.შ.
-
ძვირფასი ქვის ჩასმის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სამკაული თითქმის მზად არის, კიდევ რამდენიმე მცირე შტრიხი და იგი ღებულობს თავის საბოლოო სახეს და ხიბლს და მზად არის აღმოჩნდეს თავისი ახალი მფლობელების – მამაკაცის ან ქალბატონის სამკაულების საგანძურში.