მარტი, 10 / 2017

გაზაფხული, სილამაზე და ქალურობა!

„საყვარელო, შენი გულისთვის ყველაფერზე მზად ვარ!“ – კაცობრიობის ისტორია ამ სიტყვებით დაიწყო. და სანამ დედამიწაზე ქალი არსებობს, ეს ისტორია მუდმივად გაგრძელდება. ქალი წყლის ცოცხალი წყაროა, რომლისკენაც მამაკაცი ისევ და ისევ ბრუნდება, რათა ძალით შეივსოს, დაიპრყოს ქალაქები, აღმოაჩინოს ახალი პლანეტები, ხომალდები ააშენოს.

7

ნაადრევი გაზაფხული, როცა ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდება და ყვავდება, უნებლიეთ განასახიერდება სილამაზით, სინაზით, ერის გამრავლებით და მანდილოსნით. სწორედ ამ დრს სასიამოვნოა კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის მილოცვა და გახარება. უკვე მეორე წელია, რაც ყურადღების გარეშე არ რჩებიან Artyom’s-ის ბრენდის თაყვანისმცემელი ქალები და ჩვენი მეგობრები ფეისბუქის სოციალურ ქსელში. რომლის გვერდებზე, გაზაფრულის დღესასწაულის მიჯნაზე კონკურსი გაიმართა. იგისაერთაშორისო ქალთა გღეს 8 მარტს და დედობის დღეს იყო მიძღვნილი!

asfa

ყველა მსურველს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა მიულოცონ თავიანთ ერთადერთს, საყვარელ და განუმეორებელს ყველაზე მნიშვნელოვანი და გულწრფელი სიტყვებით. კონკურსის ფარგლებში, თავიანთი მილოცვებით და ფოტოებით საოჯახო ალბომიდან  დაახლოებით 350 ადამიანმა გაგვიზიარა, სომხეთის სხვადასხვა კუთხეებიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

03

კონკურსის აპოთეოზად მთავარი პრიზების გათამაშების ონლაინ ტრანსლიაცია გახდა კამო თოვმასიანის, ცნობილი ბლოგერის მონაწილეობით, რომლის მსუბუქმა ხელმა განისაზღვრა სამი იღბლიანი კონკურსანტი, რომლებმაც Artyom’s-ისაგან ძვირფასი საჩუქრები მიიღეს.

02

კიდევ 10 კონკურსანტის ბედი აუდიტორიის კენჭისყრიდ გადაწყდა. მონაწილეებს, რომლის მილოცვამ ყველაზე მეტი „ლაიქი“ შეაგროვა Artyom’s-ის ოქროს სამკაულები გადაეცათ.

04

სასიამოვნო სიურპრიზები ამით არ დამთავრდა! ამ გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულის  დღეს Artyom’s-მა ყურადღების გარეშე არ დატოვა ყველაზე შემოქმედებითი, ნიჭიერი და გულის ამაჩუყებელი კონკურსანტები, რომლებმაც ოქროს კულონები მიიღეს თავიანთი სახელის პირველი ასოს ფორმით. და ეს კიდევ 7 ადამიანი გახლდათ! უდავოდ, არამარტო გამარჯვებულებისთვის, არამედ  ყველასთვის, ვინც კონკურსში მონაწილეობა მიიღო, და რათქმაუნდა კომპანია Artyom’s-ისთვის, ეს დღე  როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი, ბედნიერი და ნათელი დაემახსოვრდება!

05

და ბოლოს, ყველა მანდილოსანს გაზაფხულის, სილამაზის და სიყვარულის დღესასწაულს ვულოცავთ! დაე თქვენი სული გულწრფელი სურვილების, ნაზი ყვავილებისა და ლამაზი საჩუქრებისგან შუქით, სითბოთი და სიხარულით შეივსოს! გისურვებთ, რომ მერცხლებმა ბუდეები ააგონ თქვენს ფანჯრებთან და თქვენს ოჯახში კეთილდღეობა და ურთიერთგაგება შეიტანონ, გაზაფხულის პირველმა მზის სხივებმა გზა გიჩვენოს თქვენი ბედის ბედნიერი ბილიკისკენ!

69

უკან ყველა სიახლე