მომხმარებელთა მომსახურება

ხარისხიანი მომსახურება Artyom’s კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა. მაგის დამსახურებაა,  რომ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ არა მარტო ჩვენი სამკაულების თავისებურება და ბრწყინვა, არამედ ვქმნით ხანგრძლივ ურთიერთობებს ჩვენს მომხმარებლებთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობაზე. Artyom’s ბრენდის სამკაულების ორიგინალური სილამაზის და ხიბლის შენარჩუნებისათვის თქვენს ყურადღებას წარმოგიდგენთ სამკაულების მოვლასთან დაკავშირებული  რამდენიმე რჩევა.   იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ინფორმაცია თქვენთვის მიუწვდომელია, შეგიძლიათ გვეწვიოთ ჩვენს  მაღაზია-სალონში ან უბრალოდ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან მოგვწეროთ ელ-მისამართზე.

  • მოერიდეთ სამკაულების ტარებას
    1. როდესაც იმყოფებით სპორტულ დარბაზში ან უნდა განახორციელოთ აქტიურ სპორტულ საქმიანობას
    2. როდესაც უნდა წახვიდეთ სანაპიროზე, საუნაში ან თურქულ აბანოში
    3. როდესაც ასრულებთ ისეთ საყოფაცხოვრებო სამუშაოს, რომლის განმავლობაში იძულებითი ხართ შეეხოთ დასაშლელ ნივთიერებას, სხვადასხვა ზეთებს ან ქიმიკატებს
    4. როდესაც დაკავებული ხართ მებაღეობით ან მიწათმოქმედებით
    5. პირის დაბანვისას, კოსმეტიკურ აქსესუარების და პარფიუმერიის გამოყენებისას
    6. მოერიდეთ სხვადასხვა დანართხებებს, ისევე როგორც ტემპერატურის მკვეთრი რყევებს.
  • შენახვა

    შეინახეთ თქვენი სამკაულები სპეციალურად გათვალისწინებულ ყუთებში ისე რომ, სამკაულები არ შეეხონ ერთმანეთს, რომ მოერიდოთ ნაკაწრებს. Artyom’s ბრენდის სამკაულებისათვის გათვალისწინებული ყუთები ხავერგადაკრულია, ისევე როგორც სამკაულთან ერთად მოწოდებულია სპეციალური რბილი ნაჭერი, გათვალისწინებული გასაწმენდათ. ბუნებრივი ძვირფასი ქვებისაგან (ბრილიანტი, ზურმუხტი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, საფირონი, ლალი და ა.შ) გამზადებულ სამკაულების შემთხვევაში საჭიროა  მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა  ქვების მიმართ. ყველა ის სამკაულები, რომლებზეც არის ბუნებრივი ძვირფასი ქვები, საჭიროებს ისეთ შენახვას, რომ არ ექვემდებარებოდეს  ტემპერატურის მერყეობას ან არ იყოს პირდაპირ მზის სინათლის ქვეშ, რადგან ბუნებრივი ქვების უმეტესობამ მზის პირდაპირ სხივებისგან შეიძლება შეიცვალონ თავისი ფერი.

  • ბუნებრივი ქვები, რომლებიც ყველაზე მეტ ყურადხებიან ზრუნვას მოითხოვენ

    ოპალი

    განსხვავებით სხვა ქვებისაგან, ეს ქვა დაჯილდოებულია საოცარი თვისებით. ის, თუ აღმოჩნდება წყალში, მთლიანად კარგავს თავის კაშკაშა ფერად ელფერებს და ხდება გამჭვირვალე. გაშრობის შენდეგ, ის აღადგენს თავის ფერებს, თუმცა უკვე ცოტა უფრო ფერმკრთალ  ელფერებით.  თუ თქვენ გსურთ შეინარჩუნოთ ამ ქვის თავდაპირველ შეხედულებას და კაშკაშა ფერებს, უბრალოდ მოერიდეთ მის წყალთან შეხებას.

    მარგალიტი

    მარგალიტი შეიცავს ორგანულ ნივთიერებას, რომელიც დროთა განმავლობაში შრება და ლპება  შეზღუდებით მარგალიტის სიცოცხლის ხანგრძლივობას,  პერიოდი, რომლის განმავლობაში მარგალიტი თანდათან ,,ფერმკრთალი,, ხდება , განშრევდება და იშლება. თუმცა, ცწორი მოვლის შემთხვევაში, მათი სიცოცხლის გაგრძელება შეიძლება  200 წლამდე.  ამის განახორციელებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა მუდმივად ატაროთ იგი.  არ შეიძლება შეინახოთ მარგალიტი ძალიან ნესტიან ან ძალიან მშრალ ადგილას, ისევე როგორც დიდი ხნით დატოვოთ მზის ქვეშ. მაგრამ, თუ მარგალიტი გახუნდა, მაშინ ის უნდა გაირეცხოს მარილიან წყალში და დაამუშავოს ნახშირორჟანგის კალციუმით, შემდეგ ეთერით. აგრეთვე შეიძლება  გარეცხოთ სუსტი საპნის წყლით და გააპრიალოთ მარილმჟავაში დასველებული ნაჭრით ან და კორპის ხის ფხვნილით. მარგალიტის დღეგრძელობის შენარჩუნებისათვის  აგრეთვე რეკომენდირებულია ბანაობის წინ  მარგალიტის სამკაულების მოხსნა,  რამდენადაც შესაძლებელია მოერიდეთ მათ შეხება პარფიუმერიას, ზეთებს, წებოს.

  • საერთო მოვლა

    სამკაულები შეგიძლიათ გაწმინდოთ თბილი pH-ბუნებრივი საპონით, ამის შემდეგ კი ნედლი თბილი წყლით, რის შემდეგ საჭიროა იგი გაამშრალოდ და გააპრიალოთ სპეციალურად გათვალისწინებული რბილი ნაჭრით. ეს სწრაფი და მისაწვდომელი გაწმენდის მეთოდი მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ თქვენი სამკაულის ბრწყინვალებას და სიმდიდრეს.

  • მოპრიალება 

    ყოველდღიური გამოყენების განმავლობაში, შეხებისას სხვადასხვა ზედაპირებს, წლების განმავლიბაში შესაძლებელია, რომ სამკაულმა დაკარგოს თავის პირველად ბრწყინვას ან ზედ გამოჩნდეს მცირე ლაქები. აქედან გამომდინარე გირჩევთ ისარგებლოთ  მომსახურებით  ,,მოპრიალება,,.

    მხოლოდ ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ მზრუნველობით გადაამუშავონ, გააპრიალონ ე.წ.  ოკისხრომ  სპეციალურ ნივთიერებით და სამკაულს დაუბრუნონ პირველადი ბრწყინვალე ზედაპირი და ესთეტიკური იერსახე.

    საჭიროა მოერიდოთ ღრმა ხეხვას, რადგან ამის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს სამკაულის პირველადი იერსახე.

    თეთრი ოქროს სამკაულების განსაკუთრებული თავისებურებები

    თეთერი ოქროს ჩვენი სამკაულები აუცელებლად დაფარულია როდიუმით.  როდიუმით დაფარვა  შეასაძლებლობას იძლევა  სპეციალური თეთრი ბრწყინვალების მისაღებას.

    ნებისმიერი როდიუმით დაფარული სამკაული მოპრიალების წინ უნდა გაიწმინდოს, შემდეგ გაპრიალდეს და კიდევ ერთხელ დაიფაროს როდიუმით.

    რა არის როდიუმი?

    როდიუმი არის პლატინის ოჯახის იშვიათი და ძვირფასი ლითონი. თხელი ფენით დაფარული თეთრი ოქროს ზედაპირი უფრო მეტად ხაზს უსმევს ოქროს ბრწყინვას და სიმდიდრეს.

  • ზომების მომსახურება

    მომხმარებელთა კომფორტისათვის შესაძლებელია შესრულდეს სამკაულის ზომის შეცვლა.  ეს განსაკუთრებულად დამოკიდებულია კონკრეტულ სამკაულის მოდელისაგან და მოთხთვნილი ზომისაგან. ზომის შეცვლა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა რეკომენდირებულია Artyom’s ბრენდისაგან შეძენილი  სამკაულების ზომების შეცვლასთან დაკავშირებულ შეკითხვების შემთხვევაში მიმართოდ Artyom’s საიუველირო სახლს. მხოლოდ ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ შეაფასონ,  შესაძლებელია თუ არა მოცემულ სამკაულის ზომის შეცვლა, და მხოლოდ მაშინ შესაძლებელი იქნება  მოცემულ სამკაულის მთლიანობის შენარჩუნების გარანტირება, ზომის შეცვლის შემდეგ.

  • ამოტვიფვრის მომსახურება

    Artyom’s ბრენდის სამკაულებს შეგიძლიათ მისცეთ ინდივიდუალური ხასიათი რაიმე ბედნიერი მოვლენის სამახსოვროდ- ნიშნობის, ქორწილის,დაბადების დღის, ამოტვიფვრით თქვენი საყვარელის ინიციალები ან თარიღი და ა.შ. თუმცა უნდა გათვალისწინებული იყოს, რომ ეს საშუალება განსაკუთრებულად დამოკიდებულია მოდელისა და სასურველი ამოტვიფვრისაგან. ამოტვიფვრის მომსახურება ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი შეასრულონ ჩვენი სპეციალისტები, რათა შესძლებელი იყოს მისი ხარისხის გარანტირება და სამკაულის მთლიანობის შენარჩუნება.

  • ქვების შეცვლა

    ეს მომსახურება Artyom’s Jewelry საიუველირო სახლი ასევე აწვდის თავის მომხმარებლებს.  თუ თქვენ მოგწონთ რომელიმე სამკაული, მაგრამ გსურთ შეცვალოთ სამკაულზე ძვირფასი ბუნებრივი ქვა სხვა ქვით, მაშინ ჩვენი სპეციალისტები ამ საკითხშიც დაგეხმარებიან. მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს თქვენს მიერ არჩეულ მოდელის  და შესაცვლელი ქვის განსაკუთრებული თვისებებიდან  გამომდინარე.

*ყველანაირი მომსახურება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში